ძალიან დიდი ხანია არსებობს სიტყვა ,,განათლების»აზრის არასწორი გაგება. ლექსიკონები არ უწყობენ ხელს ამ გაუგებრობის ლიკვიდირებას იმიტომ, რომ განათლებას განმარტავენ, როგორც ცოდნის მიღებას.

ადამიანი შეიძლება იქცეს მოარულ ენციკლოპედიად და ამ დროს არანაირ ძალას არ ფლობდეს. ცოდნა მხოლოდ მაშინ იქცევა ძალად, როდესაც ის ორგანიზებული, კლასიფიცირებული და მოქმედებაში მოყვანილია. ზოგიერთი განათლებული ადამიანი, რომელთაც მსოფლიოს იცნობდა, გაცილებით ნაკლებ  ზოგად ცოდნას ფლობდა, ვიდრე ისინი, ვინც ბრიყვებად ითვლებოდნენ; სხვაობა იმაშია, რომ პირველნი თავიანთ ცოდნას იყენებდნენ, მეორენი კი-არა.

განათლებული ადამიანი ის არის, ვინც იცის, თუ როგორ უნდა მიიღოს ყოველივე ის, რაც საჭიროა ცხოვრებაში მთავარი მიზნის მისაღწევად, სხვათა უფლებების დარღვევის გარეშე. ბევრი ეგრედ წოდებული ,,ნასწავლი ადამიანი ძალიან გაკვირვებული დარჩებოდა იმის გაგებით, რომ განათლებულთა განმარტებაში ვერ ექცევა. ბევრი კი ვინც თვლის რომ მას ცოდნა არ ყოფნის, ასევე გაკვირვებული იქნებოდა იმის გაგებით, რომ მას თურმე კარგი ,,განათლება» აქვს.

ეს პრინციპი როგორც მრეწველობაში, ისე ბიზნესშიც გამოსადეგი არის.

ჰენრი ფორდმა ყველაზე ელემენტარული განათლება მიიღო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ,,განათლებული» ადამიანი გამხდარა იმიტომ, რომ ბუნებისა და ეკონომიკის კანონების გაერთიანების უნარი გამოიმუშავა, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანთა გონებებზე და ნებისმიერი მატერიალური რესურსის მიღების ძალა მის ხელთ აღმოჩნდა.

სავარაუდოდ ფორდი აშშ-ს ყველა შტატის დედაქალაქის დასახელებას ვერ შეძლებდა, მაგრამ ყოველ ამ შტატში მრავალი ბორბლის დატრიალების შესაძლებლობა მის განკარგულებაში იყო. ადამიანი, რომელსაც გონივრულად აზრიანად შეუძლია განკარგოს სხვების ცოდნა, გაცილებლით უფრო განათლებულია, ვიდრე ის, ვისაც გააჩნია ცოდნა, მაგრამ არ იცის, რა უყოა მას.

ცნობილი კოლეჯის პრეზიდენტმა მემკვიდრეობით უნაყოფო მიწის დიდი ნაკვეთი მიიღო. ნაკვეთში არ იყო ტყე, რომელსაც არ ექნებოდა რამე კომერციული ღირებულება, არ იყო არც სასარგებლო წიაღისეულთა საბადოები, ამიტომ მემკვიდრისთვის ის მხოლოდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული: მას გადასახდები უნდა გადაეხადა. შტატმა ამ მიწაზე გზატკეცილი გაიყვანა.  ამ გზატკეცილზე მიმავალმა გაუნათლებელმა ადამიანმა შენიშნა, რომ ნაკვეთი ბორცვზე მდებარეობს, რომლის მწვერვალიდან ირგვლივ ყველა მიმართულებით მრავალ მილზე შესანიშნავი ხედი იხსნება.  მან (იმ გაუნათლებელმა) ასე შენიშნა, რომ მიწა ახალგაზრდა ფიჭვთა და სხვა ხეებით იყო დანაშენები. მან იყიდა ამ მიწის 50 აკრი თითო ათ დოლარად. ამის მერე გზატკეცილთან ახლოს დიდი მორებიანი სახლი ააშენა და ისინი ტურისტებს ერთ ღამეში სამ დოლარად მიაქირავა. პირველსავე წელიწადს სასადილო დარბაზმა, გასამართმა სადგურმა და პატარა სახლებმა მზის გასწვრივ მას 15 000 დოლარის შემოსავალი მოუტანეს. მომდევნო წელს მან კიდევ 50 მორებიანი სამ-ოთახიანი სახლი დაამატა და დაიწყო ზაფხულში ახლოსმდებარე ქალაქის მაცხოვრებლებზე მათი სეზონში 50 დოლარად მიქირავება.

სამშენებლო მასალა მას არაფერი არ უჯდებოდა, იმიტომ რომ მის მიწაზე (სწორედ იმ მიწაზე, რომელიც კოლეჯის პრეზიდენტმა უსარგებლოდ ჩათვალა ის ჭარბად იზრდებოდა.

მეტიც, სახლების არაჩვეულებრივი შესახედაობა გეგმის დამატებით რეკლამას წარმოადგენდა, ბევრი ხომ ასეთი უხეში მასალით სახლების მშენებლობას უაზროდ ჩათვლიდა.

სახლებიდან ხუთ მილში იმავე ადამიანმა ძველი ფერმა-150 აკრის ნაკვეთი იყიდა, თითო 25 დოლარად. გამყიდველმა ეს ფასი ძალიან მაღალ ფასად ჩათვალა.

ააშენა რა 100 ფუნტის სიგრძის კაშხალი, მყიდველმა შემოაბრუნა ნაკადული და მის მიწაზე 15 აკრიანი ტბა წარმოქმნა; მან ამ ტბაში თევზი მოაშენა, ამის შემდეგ ფერმის მიწა მშენებლობისთვის ნაკვეთებად დაყო და დაიწყო მისი მიყიდვა მათთვის, ვისაც ტბასთან საზაფხულო აგარაკების აშენება სურდა. ამ მარტივმა ოპერაციმ მას ერთ ზაფხულში 25 000 დოლარის საერთო შემოსავალი მოუტანა.

სხვათაშორის, ეს ჭკვიანი და გამჭრიახი ადამიანი არ იყო განათლებული» ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით.

ამასთან დაკავშირებით კოლეჯის პრეზიდენტმა, რომელმაც 50 აკრი უსარგებლო» მიწა 500 დოლარად გაყიდა, თქვა: ,,როგორ ვიფიქრებდი! ამ ადამიანმა, რომელსაც მრავალი თქვენთაგანი უვიცს უწოდებდა, შეურია თავისი უვიცობა 59 აკრ გამოუსადეგარ მიწას და ამ კომბინაციას მისთვის ყოველწლიურად იმაზე მეტი მოგება მოაქვს, ვიდრე მე ჩემი ეგრედ წოდებული განათლების 5 წლიანი გამოყენების შედეგად ვღებულობ».

ჩვენთვის ირგვლივ ფულის კეთების მრავალი შესაძლებლობა არსებობს. მოცემული კურსი მოწოდებულია დახმარება გაგიწიოთ თქვენ ამ შესაძლებლობების ,,დანახვაში» და გასწავლოთ, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ, როდესაც მათ დაინახავთ.

234115945