სოლოლაკი (იგივე სალალაკი) თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. ის ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მტკვრის მარჯვენა მხარეს ამავე სახელწოდების მთის კალთაზე მდებარეობს და უჭირავს სოლოლაკის ქედის სამხრეთის კალთებს შორის მდებარე ტერიტორია. ,,სუ» თურქულად წყალს ნიშნავს. არაბების ბატონობის ხანაში აქ გაშენებული ,,ციხის ბაღის» მოსარწყავად სარწყავი არხი აღუდგენიათ, ამიტომ მთის კალთას სულულაჰი უწოდეს, ხოლო მოგვიანებით ასე დაერქვა უბანსაც, რომელიც ამ ფერდობზე გაჩნდა, ტოპონიმი ,,სოლოლაკი»კი 19-საუკუნეში დამკვიდრდა.

ამ ადგილის ადრინდელი სახელი იყი ავანაანთხევი. აქ იყო ქართველ წარჩინებულთა ბაღები.

თბილისის მთავარი მოედნის განაშენიანება 19-საუკუნეში დაიწყო. ეს ადგილი, რომელსაც სოლოლაკის მთიდან ჩამოსული ხევი ჭრიდა, ძველი ქალაქის (კალას) გალავნის გარეთ მდებარეობდა და გარეთუბანი ერქვა.  დაარსებიდან დღემდე მოედანი ბევრჯერ გადაკეთდა, შენარჩუნებულია მისი ტრაპეციული ფორმა და ძირითადი ზომები.

სოლოლაკის ქუჩებს ,,კავკასიურ პარიზს» უწოდებდნენ.  ამის მიზეზი განსაკუთრებულად წყნარი ატმოსფერო, ენათა მრავალფეროვნება და 19-20 საუკუნეებისათვის დამახასიათებელი კოსმოპოლიტიკური არქიტექტურაა.  იმ დროის თბილისის სახლები სიმდიდრითა და ხარისხით ნამდვილად არ ჩამოუარდებოდა ევროპულ მოდერნს.  სახლების მფლობელები მათ მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორება უკვეთავდნენ.  19-საუკუნის ბოლოს სოლოლაკი ყველაზე პრესტიჟული უბანი იყო, რომელიც ძირითადად ფეშენებელური ვილებითა და ,,მოდერნის»  სტილის სახლებით იყო დამშვენებული.

1824  წელს რუსული კლასიციზმის სტილში აშენებული პირველი შენობა  ამიერკავკასიის სამხედრო შტაბია, რომელიც თავისუფლების მოედნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეშია. 

p1030976

(ამიერკავკასიის შტაბი თავისუფლების მოედანზე)

1825 წელს შვეიცარიელი არქიტექტორის, ჯუზეპე ბერნადაცის, პროექტით კლასიცისტურ სტილში აშენდა იაკობ ზუბალაშვილის სახლი, რომელიც შემდეგ სასულიერო სემინარიად გადაკეთდა, ხოლო 1953 წლიდან საქართველოს ხელოვნების მუზეუმს ეკუთვნის.  ეს ორი შენობა დღემდე თითქმის უცვლელად არის შემორჩენილი..

ლერმონტოვის ქუჩის დასაწყისში 19-საუკუნეში იყო გენერალ-მაიორ ფიოდორ ახვერდოვის სახლი. კავკასიის კორპუსის არტირელიის მეთაურის წოდების მიღებისთანავე, 1816 წელს, იგი პეტერბურგიდან კავკასიაში გადმოვიდა საცხოვრებლად და თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე დასახლდა.  სამწუხაროდ ეს ულამაზესი სახლი არ შენარჩუნდა. სახლის დიასახლისმა, პრასკოვია ნიკოლაევნა არსენიევამ, რომელიც ლერმონტოვს დეიდან ეკუთვნოდა, შექმნა სალონი, რომელიც თბილისი კულტურულ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა. ეს სახლი იმ პერიოდში იქცა ქალაქის ლიტერატურული ცხოვრების ცენტრად და ნაღები საზოგადოების შეკრების ადგილად.  1837 წელს ახვერდოვების სახლში ცხოვრობდა მიხეილ ლერმონტოვი, სახლის ეზოში არსებულ ფლიგელს თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი იკავებდა. ჭავჭავაძეების სტუმართმოყვარე სახლი კი ქალაქში ცნობილი იყო-ჭავჭავაძეების სახლი აღიარებული რუსი და ქართველი ინტელიგენციის დამაკავშირებელ რგოლად. ჭავჭავაძეებისა და ახვერდოვების ოჯახები მეგობრობდნენ, ბავშვები კი ერთად იზრდებოდნენ. სწორედ ახვერდოვების ოჯახში გაიცნეს ერთმანეთი ნინო ჭავჭავაძემ და ალექსანდრე გრიბოედოვმა. აქ სთხოვა მან ნინოს ცოლობა.

 

ქიქოძის 4-ში დგას სოლიდური, ყვითელი ფერის შენობა.  ამჟამაფ ეს 50-ე სკოლაა.. 1918-1921 წლებში აქ იყო საფრანგეთის საელჩო. პირველი ფრანგი კონსული საქართველოში იყო ცნობილი ფრანგი მოგზაური და მეწარმე ჟაკ-ფრანსუა გამბა.

ჭონქაძის 12-ში ბოზარჯანცის, თამბაქოს მწარმოებლის, დიდებული სახლი დგას. ეს შენობა მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია. ფოიე მოპირკეთებულია კაფელით. შენობის არქიტექტურა ერთ სტილშია გადაწყვეტილი, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.  სახლი შემოსაზღვრულია თაღით  რომელიც ღია-რუხი ფერის მსხვილი ქვისაგანაა აწყობილი.  ძმები ბოზარჯანცების სამ-სართულიანმა სახლმა 1915 წელს მიიღო სპეციალური არქიტექტურული პრემია-საუკეთესო ფასადი. სწორედ ამ სახლშია გადაღებული მრავალი მხატვრული ფილმის სცენები, მათ შორის-,,დათა თუთაშხიაც».   სოლოლაკის ისტორიული სახლების ჩამონათვალი აქ არ მთავრდება.