ავტორიტეტი, იგი უდიდესი შთამაგონებელი ძალაა. ზოგიერთი ავადმყოფისთვის ყველაზე ძლიერი ფსიქოთერაპიული პროცედურაა პროფესორის ჩამოვლა. ამის შესახებ პროფესორმა შეიძლება არაფერი იცოდეს და ჭკვიანური გამომეტყველებით მხოლოდ მხარზე მოუთათუნოს ხელი. ავტორიტეტულ ექიმს გამოხდილი წყლითაც შეუძლია უმკურნალოს, დაუფიქრებლად ნათქვამი ერთი სიტყვა კი ავადმყოფს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. ყველა სამკურნალო საშუალებას თავის სპეციალურ მოქმედებასთან ერთად გააჩნია აგრეთვე წმინდა შთაგონებითი -ეგრეთ წოდებული პლაცებო-ეფექი. ეს ეფექტი ექსპერიმენტებში მჟღავნდება, როცა პაციენტს სამკურნალო პრეპარატის სახით აძლევენ რაიმე ნეიტრალურ აბებს: ის უკეთ ხდება! რამეთუ ყვითელი ბურთულებისა და ვარდისფერი დრაჟეს უკან იმალება და მუშაობს ისევე ის ავტორიტეტი.

👁️ ორი თვე მომიწია საავადმყოფოში ყოფნა, მანდ ერთი კაცი ძალიან ნერვიულობდა იმაზე, რომ სიცხე ჰქონდა და სულ დათრგუნული იყო. ერთხელ ექიმმა კაბინეტში დაიბარა და ეს ნეიტრალური აბი გადასცა და უთხრა: ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ნახევარ საათში სიცხე სრულიად არ გექნებაო. მართლაც ნახევარ საათში სიცხე გაისინჯა და არ ჰქონდა. 😉

🔎 პლაცები-ეფექტის სიძლიერე დამოკიდებულია შთაგონებადობაზე და იმაზე, თუ როგორ არის მოწყობილი მიკუთვნების პროცედურა, ექიმი რამდენად არის დამაჯერებელი, კატეგორიული, სასიამოვნო, მშვიდი.. მაგრამ არც მხოლოდ ამაზე. ახალი საშუალება ზოგჯერ კარგად მოქმედებს მხოლოდ იმიტომ, რომ ახალია, რომ ახალია-და ვიდრე ახალია.

მთავარია შენ იყო სხვისთვის ავტორიტეტი😉

✔️ ,,ჯერ შენ მუშაობ ავტორიტეტისთვის, მერე ავტორიტეტი მუშაობს შენთვის».