დილაობით ვიღვიძებ და მე უბრალოდ ვარ. არ ვრთავ ტელევიზორს, არ ვისხამ ფინჯან ყავას. არაფერს არ ვაკეთებ. უბრალოდ საწოლზე ვზივარ და უბრალოდ ვარ. არ უნდა მიიღო არანაირი გადაწყვეტილება, არ უნდა უპასუხო სატელეფონო ზარებს. სულ რაღაც ხუთი წუთით ვცდილობ გონების გაწმენდას და მე ვარ ,,აქ და ახლა».  ამდენად, გონება მომავალ დღესხვდება ყოველგვარი დატვირთვის გარეშე.  და თუ შენ გაქვს ოცნება, რომელიც გინდა აგიხდეს, ბოლო რამოდენიმე წუთი შენ მასზე და იმაზე ფიქრობ, რამდენად ძლიერად გინდა ეს, რომ რატომ გინდა ეს და რა შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ ამას მოიახლოვდე.

როცა დილით, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ქაოსური დღე მის მორევში ჩაგითრევს, შენს გონებას სრულ რელაქსაციას უტარებ, შენი ოცნებისხილვა პირდაპირ შენს ცნობიერებაში იჭრება. ეს ძალიან გავს კომპიუტერის გამორთვას, რათა განახლება გაუკეთო მას ან ახალი პროგრამა დააყენო. განახლება ვერ მოხერხდება თუ შენი კომპიუტერი მრავალ სხვა პროგრამასთან ერთად მუშაობს და ზუსტად ასევე შენი ქვეცნობიერი ვერ მიიღებს ოცნებისხილვა, თუ შენი გონება სხვა ბევრი ფიქრითაა დაკავებული. თუმცა, როცა ადუნებ შენს გონებას რელაქსაციის გზით, შენიხილვა წარმატებით ფიქსირდება.

როცა წარმატებით დაიწყებ ვიზუალიზაციის გამოყენებას, ადამიანები ირგვლივ გაოცდებიან, თუ როგორ შეიძლება, რომ არაფრისგან ყველაფერი შენებურად ხდებოდეს და შენზე მუშაობდეს, თითქოს რაღაც ზეადამიანად იქეცი. იცი, რომ შენ მხოლოდ ერთ ყველაზე მარტივ, მაგრამ ძლიერ უნარს იყენებს, რომლითაც დაიბადე; უნარს, რომელიც მისაწვდომია პლანეტაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის.dzhon-pol-dedzhoriya